Monday, February 13, 2012

2012 - სამუშაო შეხვედრა ბორჯომში



2012 წლის 3-6 თებერვლის სამუშაო შეხვედრა ბორჯომში



2012 წლის 8 თებერვალი - თოვლი, ყინვა და ... დაბადების დღე :)

Thursday, February 9, 2012

Sunday, January 22, 2012

თოვლი . . .



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა: 
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები! 
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. 
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში...ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლისდა ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. 
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში...და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... 
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!

როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! 
   გალაკტიონი

Saturday, January 21, 2012

Introducing iOS 5

Thursday, December 22, 2011

ტრენინგების თემატიკა გაიზარდა, ტრენინგს " სწავლებაში ისტ გამოყენება" დაემატა"html სწავლების მეთოდიკა", შემდეგ კი "ვიდეო კლიპის შექმნის მეთოდიკაც" და ასე დატვირთული რეჟიმით გაგრძელდა დეკემბერში ჩემი სატრენინგო მოღვაწეობა.

ქვემოთ მოცემულია ერთ-ერთი კლიპი, რომელიც სამოქალაქო განათლების პედაგოგებს გამოადგებათ. შეაფასეთ და დააკომენტარეთ, საინტერესოა თქვენი აზრი ამ სასწავლოკლიპზე...  
http://youtu.be/txxJZw4P9c0